სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ჩრდ. მაკედონია - საქართველო | რა უნდა ვიცოდეთ თამაშამდე

ჩრდ. მაკედონია - საქართველო | რა უნდა ვიცოდეთ თამაშამდე

დღეს სკოპიეში ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. პირველი ორი მატჩის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ორივე თამაში მოიგო, გაიტანა 9 გოლი და გაუშვა მხოლოდ 2. 

 

უნდა ითქვას, რომ გიბრალტარის ნაკრები საზომად არ გამოდგება, თუმცა ბულგარეთში მოგებული 2:5-ის შემდეგ შესაძლებელია დასკვნების გამოტანა.

 

ვილი სანიოლმა ორივე შეხვედრა 5-3-2 ტაქტიკით ითამაშა, თუმცა განსხვავებაა ისაა, რომ გიბრალტართან ბევრად შემტევი თერთმეტეული დააყენა ვიდრე ბულგარეთთან. თუ გიბრალტართან 5 მცველიან ტაქტიკაში ფლანგები კვარაცხელიას და წიტაიშვილს, თავდამსხმელებს ებარათ, ბულგარეთთან წიტაიშვილის ნაცვლად მარცხენა მცველი, აზაროვი გამოჩნდა. ხოლო მექვაბიშვილის მაგივრად - კვერკველია. ორივე თამაშში უცვლელი იყო ცენტრალური დაცვის სამეული: კაშია, ხოჭოლავა და კაკაბაძე, რომლებიც დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. 

 

 

დღესაც იგივე ტაკტიკას ველოდებით, რაც ბულგარეთთან ვნახეთ, დაცვითი 5-3-2. სავარაუდოდ სასტარტოში დაიწყებენ კაშია, ხოჭოლავა და კაკაბაძე. მოედნის ცენტრში სასურველია ვიხილოთ აბურჯანია და კვეკვესკირი, რომლებიც ძალიან მაგრად უგებენ ერთმანეთს. ფლანგებს სავარაუდოდ კვლავ კვარაცხელია და აზაროვი ჩაიბარებენ და ძალიან გაგვეხარდება თუ შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე კიტეიშვილი დადგება. 

 

ძნელი გამოსაცნობია ცენტრ ფორვარდის და მეორე შემტევი ფლანგელის გამოცნობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასტარტოში მიქაუტაძე დაიწყებს, რადგან წინა თამაში ბუდუმ საწყისი 70 წუთი ირბინა და შესაძლოა გადაღლილი იყოს. ამ ლოგიკით ალბათ დასვენებული საბა ლობჟანიძე დადგება მეორე ფლანგზე შემტევად, რომელიც ბულგარეთთან საერთოდ არ გამოჩენილა. 

 

ჩვენი შემადგენლობა ასეთია: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, აზაროვი, კვეკვესკირი, აბურჯანია, კიტეიშვილი, კვარაცხელია, ლობჟანიძე და მიქაუტაძე

 

ბოლოს კი გეტყვით იმას, რომ ძალიან მაგარი რაღაც ხდება დღეს ჩვენს ნაკრებში. შეტევაში უამრავი არჩევანი გვაქვს და უბრალოდ ბედნიერებაა, როდესაც სასტარტო თერთმეტეულის გამოცნობაზე მიდის ლაპარაკი.

 

გვჯერა, რომ დღეს საქართველო მოიგებს, წარმატებები ბიჭებს! 

 

ფოტოები სკოპიედან:

 

 

 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ